PATRIOTS.GE

“მე საქართველოს გენერალი ვარ!”

 

"მე საქართველოს გენერალი ვარ!
29-08-2012

“გიორგი მაზნიაშვილი უმალ საკუთარი ხელით მოიჭრის თავს, ვიდრე სამშობლოს უღალატებს!”

ჩვენ რომ ღირსეული ქვეყანა ვიყოთ,  ერთი ძეგლი ქართველებისგან მართლა ეკუთვნოდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილს

საქართველოს კურთხეულმა მიწამ სამშობლოს სხვადასხვა ეპოქის არა ერთი სახელოვანი მხედართმთავარი აჩუქა, რომელთა ნიჭი და სიმამაცე მსოფლიოს ნებისმიერ არმიას დიდების მწვერვალზე აიყვანდა. ამ დიდებული თანავარსკვლავედის ღირსეული წარმომადგენელია გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. კაცი, რომელიც იმ იშვიათ მხედართმთავართა რიცხვს ეკუთვნის, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია;  კაცი, რომლის სახელიც მტერს თავზარს სცემდა.
(500)


საქართველოს ისტორიის ქურდები

საქართველოს ისტორიის ქურდები

14-12-2011

სათაური მკითხველისთვის, ალბათ, უცნაური იქნება. დიახ, ისტორიის ქურდები მართლაც არიან და ჩვენს შემთხვევაში ისინი ქართველ ხალხს სტაცებენ ისტორიასა და კულტურას.

ლაპარაკია ოსებსა და მათ წამქეზებელ რუსებზე, რომლებიც სწორედ ისტორიის ქურდობით ცდილობენ, საფუძველი მოუძებნონ საქართველოს ძირძველი მიწა-წყლის მიტაცებას.

ისტორიის ფალსიფიკაციამ და მითოლოგემების შექმნამ განსაკუთრებული მასშტაბები ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიიღო, აგვისტოს ომის შემდგომ ხომ ამგვარმა პუბლიკაციებმა ყველაფერი წალეკა. იქმნება ატლასებიც (თანაც, სასკოლო!), რომლებშიც ქართლის მტკვრის მარცხენა მხარე ალანიის (ოსეთის) განუყოფელ ნაწილადაა წარმოდგენილი. ასეთი ავტორებისთვის არც საისტორიო (959)

დატოვე კომენტარი ვრცლად

ვინ დაადგა ილორის წმინდა გიორგის რუსული “ხახვისთავა” გუმბათი?

ვინ დაადგა ილორის წმინდა გიორგის რუსული “ხახვისთავა” გუმბათი?

ვინ დაადგა ილორის წმინდა გიორგის რუსული "ხახვისთავა" გუმბათი?
12-02-2013

აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ბედიის, მოქვისა და ილორის ტაძრების რეკონსტრუქციის განკარგულება გასცა. ეს განცხადება მან სოხუმში ჩატარებულ თათბირზე გააკეთა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე იმსჯელეს. როგორც ირკვევა, ხუროთმოძღვრების ისტორიული ნიმუშების მდგომარეობა ამჟამად იმდენად მძიმეა, რომ აღნიშნულ საკითხზე უახლოეს მომავალში უშიშროების საბჭოს სხდომაც გაიმართება. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან სტანისლავ ლაკობას თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომა ამგვარ საკითხს მიეძღვნება. ”ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ უძველესი ობიექტები ქვების გროვად იქცეს და ახალგაზრდა თაობამ არაფერი იცოდეს ჩვენი მდიდარი ისტორიის შესახებ”, – განაცხადა ანქვაბმა თათბირზე.

(178)

დატოვე კომენტარი ვრცლად

უცნობი ფაქტები ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებიდან

უცნობი ფაქტები ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებიდან

02-05-2012

14 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის – ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის, რომელმაც ყველაფერი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა. ბოლო ხანებში ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად, აღმოჩნდა მის ცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებული რამდენიმე დღემდე სრულიად უცნობი საარქივო მასალა და ფოტოდოკუმენტი, რომლებიც მნიშვნელოვნად შეავსებს მკვლევართა და საზოგადოების ფართო წრეების ცოდნას ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების საწყისი პერიოდის შესახებ; აგრეთვე, პირველად გამოქვეყნდება ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის – ელისე პატარიძის ლექსი, მიძღვნილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნისადმი.

დღემდე მკვლევართათვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში სწავლობდა, რომლის გამგე დიდი ექვთიმე თაყაიშვილი იყო. სხვა (272)


წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

16 (29) მარტი

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა.

მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. ასეთი მზრუნველი მამა იყო და შემდგომ… ასეთივე პატრიარქი.

1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა.

არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის“ სახელით ცნობილი. აი, ერთი (273)


ვაჟა-ფშაველა – “ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა”

(ზოგადი შენიშვნები)

აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლიან. რეგვენი, უმეცარი ადამიანი მსჯელობაში მუდამ თამამია, გაბედული. იმას, თუ ცოტა ოდნად აქვს ძალ-ღონე მსჯელობისა, ოდნავ მაინც ამოძრავებს გონებას და რაიმე აზრმა გაურბინა თავში, მაშინვე თავის თავი წარმოუდგება თვალწინ და თამამად იტყვის: ჰა, ვიპოვე, ნამდვილია! სწორედ ასეა. მაშ რად მომივიდა თავში ეს ფიქრი, თუ კი ნამდვილი არაა?! „მომივიდა ფიქრად“ იმისთვის სრულიად საკმაოა სიმართლის, სინათლის სათქმელად და დასამკვიდრებლად. (294)


რას მალავს ჟინვალის წყალსაცავის ფსკერი

ჩაძირული ქალაქის საიდუმლო

ჩაძირული ქალაქის საიდუმლო
26-03-2012

რას მალავს ჟინვალის წყალსაცავის ფსკერი

ჟინვალი -  უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქალაქი

ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეგუებაო. ქართველებიც, ავად თუ კარგად, ჟინვალის ხეობაში დაგუბებულ 7-კილომეტრიან არაგვის ზღვას შევეგუეთ და მის 75-მეტრიან ფსკერზე რა ჩაიძირა, აღარც ვკითხულობთ. ან, უბრალოდ, გვირჩევნია, ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს. არ მეეჭვება, რომ მოვა თაობა, რომელიც უსათუოდ მოიკითხავს, რა იმალება ჟინვალის ზღვის ფსკერზე. მამაკაცებს ტირილი არ ეხერხებათ, მაგრამ ჟინვალის გათხრებზე მომუშავე არქეოლოგი, ქალბატონი ვერიკო ჩიხლაძე ცრემლს ვერ იკავებს, – ამ ადგილის სრული გათხრები ვერ მოხერხდა და მრავალი საუკუნის არქეოლოგიური განძის 60% წყალმა დაფარაო. 41 წლის წინ კი არქეოლოგმა რამინ რამიშვილმა თავის ექსპედიციასთან ერთადა პირველად დაჰკრა ბარი იქ, სადაც უძველესი ქართული ქალაქი უნდა ჩაძირულიყო. ბატონ რამინს იმ დღეების გახსენება ძალიან უჭირს.  

(2486)

დატოვე კომენტარი ვრცლად

ქართული ეკლესიები სომხეთში

ქართული ეკლესიები სომხეთში

ქართული ეკლესიები სომხეთში
19-03-2012
XI საუკუნეში სომხეთმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგა და მხარეებად დაიშალა. აღმოსავლეთ სომხეთი ქართველთა სამეფოს იურისდიქციის ქვეშ მოექცა და მას ქართველ მეფეთა მოხელეები მართავდნენ.

თამარის ეპოქაში აღმოსავლეთ სომხეთის გამგებლობა საქართველოს სამეფო კარს ჩაბარებული ჰქონდა რწმენით გასომხებული ქურთებისთვის – მხარგრძელებისთვის. საერთოდ, მხარგრძელების ძველი გვარეულობა უცნობია და ისტორიაში ისინი ქართული – მხარგრძელების სახელებითაა ცნობილი. როგორც მიღებულია, გვარი არ ითარგმნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სომხურმა ისტორიოგრაფიამ ხელოვნურად თარგმნა მხარგრძელთა გვარი და უწოდა – ერკაიაბაზუკ. მათ ჩააბარა თამარ მეფემ სომხეთი. ამ ისტორიულ ფაქტს განსხვავებული შეფასება მისცა აკადემიკოსმა სურენ ერემიანმა და შეეცადა დაესაბუთებინა, თითქოს XII-XIII საუკუნეებში აღმოსავლეთ სომხეთს ჰქონდა

(610)

დატოვე კომენტარი ვრცლად

სააღდგომო ეპისტოლე (05.05.2013)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მხცხოვრებნო თანამემამულენო! ,,აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი” (ზატიკი) ქრისტე აღდგა! ზეიმობს ანგელოზთა დასი. ქრისტე აღდგა! გუგუნებენ ეკლესიის ზარები. და ჩვენც, მოციქულთა მსგავსად, სიხარულით აღვსილნი ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! ,,სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!” (Iკორ.15,55).ilia meoreმაცხოვარმა სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და ადამი და მისი მოდგმა სატანჯველისაგან იხსნა, ცოდვათაგან დარღვეული ჩვენი სული აღადგინა და კაცთა მრავალათასწლოვანი ნატვრა აღასრულა. ადამიანის შექმნის მიზანი იმთავითვე იყო ღმერთთან მუდმივი მყოფობა, მის განგებულებაში თანამონაწილეობა. მარადიული სიცოცხლისა და უკვდავების წყარომ ასეთივე სიკეთით დააჯილდოვა კაციც, მაგრამ შემოქმედისადმი ურჩობითა და მისგან განდგომით ჩვენმა პირველმშობლებმა მაცხოვნებელი მადლი დაკარგეს. მადლი ღვთისაგან მომდინარეობს და მსჭვალავს მთელ სამყაროს; იგი ,,ყოველგან არს და ყოველივეს აღავსებს,” მისით მოძრაობენ პლანეტები და სულდგმულობს ყოველი ცოცხალი, მაგრამ სხვა არის მაცხოვნებელი მადლი, რომელიც უხვად მოედინება ყოვლადწმიდა სამების წიაღიდან და ქრისტეს მისტიური სხეულიდან, ეკლესიიდან, და განეფინება ადამის მოდგმას; სინერგიის აღსრულება კი ინდივიდუალურია და პიროვნების ნებაზეა დამოკიდებული: ზოგიერთნი კმაყოფილდებიან ნათლობით მიღებული მადლით და აღარ ზრუნავენ მის გამრავლებაზე, სხვანი თავისუფალი ნებით ირჩევენ განვითარების საპირისპირო გზას და ბოროტის მსახურნი ხდებიან. როგორც ერთი, ისე მეორე მდგომარეობა არ მისცემს (272)


თვითცენზურა

საზოგადოება, რომლის წევრებიც ხშირად მიმართავენ თვითცენზურას, ანუ რაიმე თავისუფალი და კანონით უზრუნველყოფილი ქმედებისაგან თავის შეკავებას იმ მიზეზით, რომ ეს შესაძლოა ვინმეს არ მოეწონოს, გადახრილია ავტორიტარიზმისა და სტაგნაციისაკენ. თვითცენზურის ფენომენი მთელ რიგ ასპექტებსა და საქმიანობაში შეიძლება იკვეთებოდეს. განსაკუთრებით ხშირია პოლიტიკასა და საჯარო სფეროებში თვითცენზურის მიმართვა: როდესაც რაიმე კანონით უზრუნველყოფილი და დაშვებულია, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ამ დაშვებულ უფლებას არ იყენებს. ავტორიტარულ რეჟიმებში ეს ოპოზიციის არარსებობაში გამოიხატება ხოლმე.

(111)

დატოვე კომენტარი ვრცლად


  • პარტნიორი საიტი

    ქართული უფასო ონლაინ ბიბლიოთეკა

  • მთვლელი

  •  
    © საავტორო უფლებები დაცულია PATRIOTS.GE 2011